,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა”, ,,ე”, ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა”, ,,ი” და ,,კ” ქვეპუნქტების, ფსიქოლოგიისა და განათლების მენციერებათა ფაკულტეტის დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ვ” და ,,ლ” ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერისტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ დაფინანსებულ აკადემიურ პერსონალს დაევალოს საზღვარგარეთ გამართული ყოველი კონკრეტული ღონისძიებებიდან დაბრუნების შემდგომ, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, გააკეთონ მოხსენება საზღვარგარეთ გამართული ღონისძიების ფარგლებში განხორციელებული აქტივობის შესახებ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საფაკულტეტო სემინარების ციკლში „კოლოკვიუმების სერია“.
- საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის დაფინანსებით შემდგომი სარგებლობა შესაძლებელი იქნება პირველ პუნქტში არსებული პროცედურის განხორციელების შემდგომ.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.